სტუდენტთა რეგიონალური კონფერენცია
იუნესკოს დადგენილებით მთელს მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ,,ფილოსოფიის დღე”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, 2024 წლის 18-19 ნოემბერს ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა რეგიონალურ კონფერენციას: ,,ფილოსოფია და რელიგია’’.
კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან 126-ე წლისთავს.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს: მეტაფიზიკა-ონტოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის, ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის, კულტურის ფილოსოფიის, რელიგიის, ხელოვნების სფეროებს.
განსაკუთრებით მივესალმებით აკადემიკოს კონსტანტინე ბაქრაძის ფილოსოფიური ნააზრევის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.
სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2024 წლის 18 ნოემბერს, 10:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, 202 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,
სამუშაო ენა: ქართული
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
გაფართოებული თეზისები
სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა
თეზისების გაფორმების წესი:
ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური, შემდეგ სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,
ბ) ტექსტი ( დაახლოებით 2 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen), ზომა 12, ინტერვალი 1.5 ).
გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან anastasia.zakariadze@tsu.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 8 ნოემბრისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 599 257471